ლონდონის "ჩელსი" აგრძელებს გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას. Daily Mail-ის ცნობით, ლონდონელები კაი ჰავერცის გადმობირებას შეეცდებიან.
წყაროს ცნობით, ლევერკუზენის კლუბი არ გამოირჩევა დიდი სურვილით, რომ ჰავერცი გაუშვას, თუმცა 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გერმანელები მას შეელევიან. აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" ამ ტრანსფერით ვილიანისა და პედროს წასვლას აანაზღაურებს.
პრესის ინფორმაციით, ჰავერცზე პრეტენზია მადრიდის "რეალს", კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბავარიას" აქვთ.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ჰავერცმა 38 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.