ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი, სავარაუდოდ, "ლივერპულთან" კონტრაქტს გააგრძელებს.
მხარეებმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი წარმატებით ჩაატარეს, - იტყობინება "გარდიანი".
მერსისაიდულ კლუბს სურს, მასთან თანამშრომლობა 2024 ან 2025 წლამდე გაახანგრძლივოს. თავად ფეხბურთელს კი უნდა, მიიღოს გარანტია, რომ გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად დარჩება.
ვეინალდუმი "ლივერპულში" 2016 წელს გადავიდა, ხოლო ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული.

ამ სეზონში მან პრემიერლიგის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა.