სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე ყველას უფასოდ ჩაუსხა ბენზინი

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე მანქანებში ყველას უფასოდ ჩაუსხა ბენზინი.

სალაჰი კლუბის ფორმასა და ანტისეპტიკურ ხელთათმანებში იმყოფებოდა.

სალაჰის საქციელს სოციალური ქსელით ხუმრობით გამოეხმაურა მისი თანაგუნდელი დეიან ლოვრენი:

"გავიგე, სალაჰმა რაც გააკეთა. შესანიშნავი ჟესტია. მოჰამედ, ჩემთვის როდისმე ყავის ფული გადაგიხდია? საერთოდ, ძუნწი ხარ, ამიტომ გამიკვირდა. ნებისმიერ შემთხვევაში - ყოჩაღ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ ხდება ადამიანი ყოველთვის სხვისგან რომ ითხოვს რამეს. საინტერესო ლოვრენმა თვითონ გადაუხადა სალაჰს ყავის ფული, მას რომ ახსენებს? სალაჰმა მილიონი გადაურიცხა თავის თანამემამულეებს და როგორც მახსოვ ხშირად ეხმარება მათ.
G.LA
08:59 12-06-2020
2
რომ მცოდნოდა "პოლნი ბაკს" ჩავასხავდი თან სუპერს თქვა გულდაწყვეტით ერთერთმა.
ბარემ დაეწერათ რამდენს გადაუხადა
13:22 12-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული