მიკელ არტეტა: "მან. სიტისთან" მატჩი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა "მანჩესტერ სიტისთან" მოახლოებულ მატჩზე კომენტარს აკეთებს. 

"მომენატრა ფეხბურთი. ერთი სული მაქვს, დავუბრუნდე საყვარელ საქმეს და შევუდგე სამუშაოს. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. ამ კლუბში 4 წელი ვიმუშავე. ვიცნობ ყველა ფეხბურთელს და მთლიან სამწვრთნელო შტაბს.

"არსენალი" გულმოდგინედ ვარჯიშობს. ვცდილობთ, თამაში გულშემატკივრის გარეშე ვისწავლოთ. ფეხბურთელებისთვის ეს მარტივი პროცესი არ იქნება, იმიტომ, რომ სწორედ გულშემატკივრები მუხტავენ და აძლევენ ენერგიას ფეხბურთელებს", - ციტირებს არტეტას Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, არტეტა "არსენალის" მთავარ მწვრთნელობამდე "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის,
ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო. 

altარსენ ვენგერი: იმედი მაქვს, არტეტა "არსენალში" ფეხბურთის კულტურას დააბრუნებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული