"უოტფორდის" კაპიტანი: გეი და ბისექსუალი ყველა გუნდშია

AutoSharing Option
ინგლისური "უოტფორდის" კაპიტანმა და თავდამსხმელმა თროი დინიმ კომენტარი ფეხბურთში ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების შესახებ გააკეთა.

"შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ყველა საფეხბურთო გუნდში, დიდი ალბათობით, ერთი გეი ან ბისექსუალი მაინც არის. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოების (ლგბტ) გეი და სხვა წევრები შეშინებულნი არიან და არ სურთ პირველები იყვნენ, ვინც ამას გააკეთებს. მგონია, რომ პირველ "ქამინგ-აუთს" ძალიან ბევრი მოჰყვება".

წამყვან საფეხბურთო ლიგებში განსხვავებული ორიენტაციის შესახებ განცხადება კარიერის დასრულებამდე ჯერ არავის გაუკეთებია. ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ვინც ეს საჯაროდ თქვა, გერმანიის ნაკრების
ექსნახევარმცველი ტომას ჰიტცლშპერგერი იყო.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული