ჯერარდი: ლივერპულში მისი ძეგლი უნდა დაიდგას...

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად გლაზგოს "რეინჯერსის" თავკაცმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ პრემიერლიგის მოგების შემდეგ ქალაქ ლივერპულში იურგენ კლოპის ძეგლი უნდა დაიდგას.

"თავიდანვე მინდა ნათელი გავხადო - ჩემი აზრით, იურგენ კლოპი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ის მოვიდა "ლივერპულში" და გუნდი ახალ დონეზე აიყვანა. როცა იურგენი იწყებდა, კლუბი ინგლისის ტოპ-4-შიც არ შედიოდა. მან ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია და პრემიერლიგა უკანასკნელ 30 წელში პირველად მოიგო.

ვფიქრობ, რომ კლოპი შესაბამისად უნდა დაფასდეს. ადამიანთა მიღწევების სრულად აღიარებისთვის ფეხბურთში ხშირად მათ დაბერებას ველოდებით. თუმცა, დარწმუნებული ვარ,
"ლივერპულის" მფლობელები ამას არ დაუშვებენ. ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვების შემდეგ კლოპის ქანდაკებაზე მუშაობა უნდა დაიწყოს", - განაცხადა ჯერარდმა.

მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძეგლი შენც გეკუთნის სტივენ
ნახალოვკელი
10:55 17-06-2020
0
Klops erti didi pliusi aqvs sxvebtan shedarebit, mistvis varskvlavebi ar uyidiat, man chveulebrivi fexburtelebi aqcia varskvlavebad. Mane, salahi, firmino da a.sh
Milani
20:20 16-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული