განახლებული პრემიერლიგის 30-ე ტურში "ევერტონისა" და "ლივერპულის" მატჩი 0:0 დასრულდა.
სტუმრებს სალაჰი და რობერტსონი ვერ დაეხმარნენ. მათ გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაიწყეს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ არიან. სალაჰი სათადარიგო იყო, ხოლო რობერტსონს განაცხადში მომავალ შეხვედრაში ვიხილავთ.
"ლივერპულის" ნახევარმცველმა მილნერმა 43-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და გომესმა შეცვალა.
"ლივერპული" ლიდერია და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 23 ქულით უსწრებს, რომელიც 22 ივნისს "ბარნლის" უმასპინძლებს.
24 ივნისს იურგენ კლოპის გუნდი "ენფილდზე "კრისტალ პალასს" დაუხვდება.
"ლივერპული" ყველა ტურნირზე თანაქალაქელებთან 22 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია.
"წითლებმა" ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატზე ქულები მხოლოდ მესამედ დაკარგა - ადრე "მანჩესტერს" დაუზავდა (1:1), "უოტფორდთან" კი დამარცხდა (0:3).