კლოპი ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებს: თავი უცხოპლანეტელი მგონია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთმანეთს გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში არსებული რეგულაციები შეადარა და ინგლისელთა მთავრობა გააკრიტიკა.

"გერმანიაში პირბადის გარეშე მაღაზიაში არ შეგიშვებენ. სწორედ პირბადეა საჭირო მაღაზიასა და რესტორანში შესავლელად, დალაქთან სტუმრობის დროსაც კი გჭირდება პიბადე.

როცა ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის შესავსებად მივდივარ, პირბადე და ხელთათმანები მხოლოდ მე მიკეთია. ამ დროს საკუთარ თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ, თუმცა ამას მანამ არ შევწყვეტ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება.

მე ის მამართლებს, რომ ამ ხელისუფლებისთვის ხმა არ მიმიცია. მართალია, მთავრობა სხვა ხალხმა აირჩია, თუმცა პრობლემა იმაში
გახლავთ, რომ მე ინფორმაციას როგორც გერმანიიდან, ისე ინგლისიდან ვიღებ.

წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იტალიასა და საფრანგეთში, თუმცა ვიცი როგორ იმართება პროცესი ინგლისსა და გერმანიაში. ამ ორი რეალობის ნახვის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა პლანეტიდან ვართ.

არ ვიცი რატომ ელოდნენ 15 ივნისს დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის მისაღებად, იმის ფონზე, როცა მსგავსი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებში 5-6 კვირით ადრე მიიღეს. შეიძლება იმაზე დავა, აქვს თუ არა აზრი პირბადის ტარებას, თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც ეს ნაბიჯი ადრე გადადგეს, გაცილებით ნაკლები ინფიცირებულია, ვიდრე ინგლისში. ეს ფაქტია.

ვიცი, რომ გერმანიაში ჩემი ოჯახი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს, ისეთით, რომლის წარმოდენაც იგლისში შეუძლებელია. ადამიანებს რესტორანში შეუძლიათ საღამოს გატარება, ამისთვის საჭირო კი ნიღბის ტარებაა. არც ისე რთულად გასაკეთებელია. იდიალურად საქმე არც გერმანიაშია, იქაც არიან დაინფიცირებულები და გარდაცვლილები, თუმცა ცხოვრება ის გაცილებით სხვანაირია,"- განაცხადა კლოპმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგლისი ბრექსიტის რო ანხორციელებდა ამბობდნენ რო გერმანული მოტორი რომელიც მთელს ევროპას ამოძრავებდა მიუღებლად მიაჩნდათ ...
0
დისციპლინირებულ გერმანელსა და #კუდყავარზეგადებულ ინგლისელს შორის დიდი სხვაობაა.
burnuta
16:09 21-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული