სოლსკიაერი: პრემიერლიგის მოგებასთან არც ისე შორს ვართ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა საკუთარი გუნდის სათამაშო დონე შეაფასა და საკმაოდ თამამი განცხადებაც გააკეთა.

"მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" ბოლო რამდენიმე სეზონის მანძილზე პრემიერლიგის ახალი სტანდარტები შექმნეს. ჩვენ სეზონის განმავლობაში ვპროგრესირებდით და 11-მატჩიანი მოგების სერია გვქონდა. შემდეგ ამ გუნდს პოლ პოგბა და მარკუს რაშფორდი დაემატნენ და ახლა ვფიქრობთ, რომ ლიგის მოგებასთან არც ისე შორს ვართ.

თუკი კარგი ფეხბურთელების გაფორმების საშუალება იქნება, ჩვენ ცოტა ფულსაც დავხარჯავთ. თუმცა ამ გუნდთან მუშაობა სასიამოვნოა, კოლექტივი სწორი მიმართულებით მიემართება.

მაგრამ ჩვენ არ ვართ
იმ წერტილზე, სად ყოფნასაც ვისურვებდით, თუმცა მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. იმედი მაქვს, ამ სეზონში ევროპა ლიგისა და ინგლისის თასის მოსაგებად ვიბრძოლებთ, ასევე, პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას ვეცდებით", - განაცხადა ნორვეგიელმა.

30 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილში 46 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული