პრემიერლიგის 31-ე ტურში "ლივერპულმა" "ენფილდზე" 4:0 გაანადგურა "კრისტალ პალასი".
თუ 25 ივნისს "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსის" ვერ მოუგო, "ლივერპული" ტურნირის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გახდება ჩემპიონი.
ამ სეზონში "ლივერპულმა" ყველა ტურნირზე 50 მატჩში 102 გოლი გაიტანა და ზედიზედ მესამე სეზონში 100 და მეტი გოლი გაიტანა. პრემიერლიგის გუნდებიდან მიმდინარე სეზონში მასზე მეტი მხოლოდ "მანჩესტერ სიტიმ" გაიტანა - 47 შეხვედრაში 118 გოლი.
ლივერპული-კრისტალ პალასი 4:0
გოლები: 1:0 ალეკსანდერ-არნოლდი (23), 2:0 სალაჰი (44), 3:0 ფაბინიო (55), 4:0 მანე (69)
დღეს ჩემპიონტის კიდევ 4 მატჩი გაიმართა:
მანჩესტერი-შეფილდ იუნაიტედი 3:0
ნიუკასლი-ასტონ ვილა 3:3
ნორვიჩი-ევერტონი 0:1
ვულვერჰემპტონი-ბორმნუთი 1:0