გუშინ, 8 ივლისს, პრემიერლიგის 34-ე ტურში "ბრაიტონმა" "ლივერპულს" უმასპინძლა.
მატჩის მე-6 წუთზე სალაჰმა ანგარიში გახსნა, ხოლო 2 წუთში ჯორდან ჰენდერსონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
45-ე წუთზე ლეანდრო ტროსარდის გოლით მასპინძლებმა გამოიჩინეს თავი.
76-ე წუთზე კი მოჰამედმა მეორე გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
თამაშის შემდეგ "ლივერპულმა" 3 ქულა მოიმატა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 92 ქულითაა. "ბრაიტონი" კი 36 ქულით მე-15 ადგილს სჯერდება.
შემდეგ ტურში "ლივერპული" "ბარნლის" უმასპინძლებს, ხოლო "ბრაიტონი" - "მანჩესტერ სიტის".