"ზენიტის" სერბი მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს.
Novosti.rs-ის ცნობით, ივანოვიჩი და "ევერტონი", პრაქტიკულად, შეთანხმდნენ და მოლაპარაკებები დასრულების ფაზაშია. ფეხბურთელით, ასევე, სერბული "ცრვენა ზვეზდაა" დაინტერესებული, თუმცა მცირე შანსია, რომ ბრანისლავი სერბულ კლუბში ვიხილოთ.
მისი კონტრაქტი "ზენიტთან" 2020 წლის 31 ივლისს იწურება. შესაბამისად, ფეხბურთელი "ევერტონში" უფასოდ გადავა.
შეგახსენებთ, ბრანისლავი "ჩელსიში" 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდა.