"სიტი" ამღვრეულ "ბარსელონაში" მესის დაჭერას ცდილობს

AutoSharing Option
ბრიტანული Mirror-ის ცნობით "მანჩესტერ სიტი" მზად არის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესის საკუთარ გუნდში გადმოსაყვანად ნებისმიერი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

"ქალაქელები" ფიქრობენ, რომ მესისა და მისი ყოფილი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლას ერთობლივი მუშაობა გუნდის თამაშსა და შედეგზე დადებითად აისახება. აღსანიშნავია, რომ "სიტი" მზად არის ლეოს სანაცვლოდ იმდენი გადაიხადოს, რამდენიც საჭირო იქნება.

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" წაგებული (2:8) მატჩის შემდეგ არგენტინელმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. 33 წლის არგენტინელი "ბარსას" ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ლეო მესის ამჟამინდელი ხელშეკრულება კატალონიურ
გრანდთან 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს. "სიტის" გარდა, ძალიან ბევრი იწერებოდა მესის მიმართ "ინტერის" ინტერესზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რა პრემიერლიგა ღადაობთ. კაცი დადის მოედანზე დოინჯშემოყრილი. ეგ პრემიერლიგის ტემპს გაუძლებს ?
11
დიდი სიამოვნებით ვნახავდი მესის თამაშს პრემიერლიგაში თამ გვარდილო და მესი ერთად კლასიკა იქნებოდა
გიორგი
12:40 16-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული