მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

AutoSharing Option
თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.

მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
აუტკივარი თავი აიტკია კუმანმა,მშვენივრად იყო ნაკრებში,კარგი გუნდიც დააყენა.ბარსაში ახლა სიტუაციის დალაგება ურთულესია.მესი თუ წავიდა ჩათვალეთ ორი წელი ტიტულისთვის ფაქტიურად ვერ იბრძოლებს,მტკივნეული გარდაქმნა იქნება,ვინც არ უნდა იყოს მწვრთნელი.
master
26 აგვისტო 2020 08:41
0
25 წელია ბარსას იქით ჩემთვის გუნდი არ არსეობს. ვინც worldsport-ზე პოსტავდა ვემახსოვრები ორი დღეა ბარსადან ჩამოვედი, კარანტინიდან ვწერ და მთელი გულით ვამბობ კატლონიელებზე ღორი ერი არ არსეობს დედამიწაზე და ლეოს არ ისახურებენ. წადი მიუხედავად იმისა რომ მე ვერასოდეს გიგულშემატკივრებ სხვა გუნდის მაისურში, მაინც უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. ამ გუნდის და.მსოფლიოს #1 ლეგენდა! გაუჩოს შემდეგ ამათ სიღორეში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ამას არ ველოდი...
Graf.
26 აგვისტო 2020 08:56
8
ღორი ერი რატოა? ან თუ ესეთი წარმოდგენა გაქვს გუნდზე რატო გულშემატკივრობ? ისე მარტო შენ არ ხარ ბარსელონაში ნამყოფი, მე არ ვიცი შენ ვისთან და რა ხალხთან გქონდა ურთიერთობა
ave
26 აგვისტო 2020 12:12
2
ეჰჰ სხვებიც ვერ დააფასეს ამათმა და ძალიან ცუდია.
გეგი
26 აგვისტო 2020 13:00
1
ბარსელონა არც მესით დაწყებულა და არც მესის წასვლით დამთავრდება! წასვლა უნდა? უნდა წავიდეს! ბარსა მესიზე ბევრად მეტია! იქნებ უკეთესიც კია რო წავიდეს როგორც ბარსასთვის ისე მესისთვის, და მარტო მესი კი არა, უნდა წავიდნენ სუარესი, პიკე, ბუსკეტსი, და კიდევ ბევრი მძორი მთავარი მძორის ბართომეუს თამადობით! მადლობა მათ იმისთვის რაც ბარსასთვის გააკეთეს და არც ბარსას დაუკვლია პატივისცემა მათთვის. ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი და დროა ბარსამ ახალი ეპოქა დაიწყოს!
barsa
26 აგვისტო 2020 05:21
34
გატყობ მაგრად ერკვევი ფეხბურთში და ბარსას ფილოსოფიაში! :)
ალბერტი
26 აგვისტო 2020 08:36
5
ხოდა მესით დასრულდება, მოკვდა ბარსა მომავალი რამოდენიმე წელი გუნდი დიდი დიდი ლიგაზე გავიდეს, ეს ნა ამ დეგენერატმა მართველებმა, ამის სარეკლამო კონტრაქტები მილარდს აღწევსმ გამოაკელი ეგ გუნდს და ბარსა გაკოტრებულია
იმერელი
26 აგვისტო 2020 07:50
6
ყველა გამოხმაურება
სწორეთ იქცევა წავა და სხვაგან მოსინჯავს ძალებს პრემიერლიგა ყველა ფეხბურთელისთვის სანუკვარი ჩემპიონატია
Gio
26 აგვისტო 2020 05:35
6
მესი მაშინ იყო კარგი ფეხბურთელი როცა ბარსელონა იყო კარგი გუნდი ინიესტასთან და სხვებთან ერთად გაძლიერბეული.

ეხლა მარტოა ბარსელონა და მესის არაფრის გაკეთება შეუძლია .. ამას იქედანვე მივხვდი არგენტინის ნაკრებში რო თამაშობდა, ფაქტიურად 0 .

რონალდოც და მარადონაც მესიზე გაცილებით დიდი ფეხბურთელები არიან
sasaciloa
26 აგვისტო 2020 14:24
6
რაც ხდება ეს ბუნებრივი მომენტია, მესი ბერდება და მასზე გუნდს ვერ ააწყობენ მწვრთნელემა რომელმაც გუნდის დირექტორატს გრძელვადიანი სტრატეგია უნდა წარუდგინოს მესიზე ვერ წააგებს გრძელვადიან ორგანიზმს, აქედან გამომდინარე სჭირდება ახალი ძალები, მესი შესაძლოა მათ მხოლოდ ერთი სეზონი გამოადგეს როგორც გარდამავალი პერიოდი და ამის შემდეგ გუნდს უნდა ჰქონდეს უნარი მესის გარეშე შესძლოს ჩემპიონობა, თანაც ვერავინ ვერ ეტყვის მესის რომ არ მჭირდებიო. შესაბამისად მესიც აზრზეა რაც ხდება და ვერ დაელოდება როგორ ჩამოაქვეითებენ და უნდა რომ გაქაჩოს 3-4 სეზონი. შესაბამისად მათი გზები გაიყარა, ახლა კი ორივე მხარე ცდილობს თავისთვის კარგი პირობებით დაიშალოს. მესი-ბარსელონას რომანტიული ურთიერთობა მაშინ იყო კარგი როდესაც ერთმანეთს სჭირდებოდნენ და მშვენიერი წყვილი იყო მარა რას იზამ, ცხოვრება ასეა, ძველი თაობა მიდის ახალი მოდის.
მარადონა
26 აგვისტო 2020 16:15
1
ასე რომ იყეფებით მესიზე მოძულეებო, ერთი დანეხვილი კასტა ხართ ყველანი. თან ეს მოდად, რომ გაქვთ ამოჩემებული "დაბერდაო" სასაცილოა 33 წლის ადამიანზე, რომ იზახით ასეთ რამეს. მაშინ თქვენი როლანდო სულ მთლად დაქიშმიშებული გადაბერებულია. თქვენნაირ კასტაზე გული მერევა იცით რატომ? მესის თქვენნაირი ნეხვები, რომ ახსენებთ.
დაბოლილ მარადონას
26 აგვისტო 2020 19:44
1
რასაც ვატყობ აქ ფანებს ბარსა მაგრა კიდიათ.დ.დ. მთავარია მესი იყოს და რამე იქნება. გაიბუტა მესი როგორც იცის ხოლმე გაქრობა მოედნიდან ისე ქრება ბარსადან. საწყალი ბარსა ამ ვაი ფანების ხელში
reali
26 აგვისტო 2020 20:19
8
კრიშტიანო წავიდა რეალიდან ნაღდი,წარმატებული ლიდერი თან გამორჩეული კაცი და ეს გონებასუსტი რომ წავიდეს პირიქით იქნებ ეღირსოს ბარსას ჩ.ლ-ის მოგება რომელიც მესის ლიდერობის დროს რომელიც ბოლო წლებში გუნდის ყველა პროცესებში ერეოდა შეუძლებელია.
კიკო
26 აგვისტო 2020 16:58
5
გონება სუსტიო! ნუ გვაცინებ რა? 6-ი ოქროს ბურთი და ამდენივე ოქროს ბუცი ვინ მოიგო? მესი, რომ უძლიერესი ფეხბურთელია ეს ტიტულებიც და პრიზებიც ამტკიცებენ. ამ შემთხვევაში შენ არ გამოდიხარ გონება შეზღუდული კიკა?
გონება სუსტს კიკოს
26 აგვისტო 2020 19:36
1
თუ მესის წასვლა უნდა და ხელმძღვანელობა რაღაცა ხრიკებით მის დარჩენას შეეცდება ეს იქნება მართლაც დიდი უმადურობა მის მიმართ,ამას იმიტომ ვამბობ,რომ ლაპარაკია იმ ფეხბურთელზე,რომელმაც საუკუნოვანი ეპოქა შექმნა არა მარტო ბარსაში,არამედ მთლიანად ფეხბურთში.
sake
26 აგვისტო 2020 16:09
1
კარგია ძალიან კარგი ... აქ რომ მესის გამო ერთმანეთს წყვეტდნენ მსოფლიო მასშტაბით დაიკიდა მესიმ კლუბიც და პირველ რიგში ფანები მილიონობით ფანი სწორედ ფანების წყალობით გახდა ის ვინც არის მაგრამ უნამუსო ყოფილა. შეეგუეთ ბედს გადაჭრილმა მორმა დაგიკიდათ ახლა სულ რომ ბარსელონაში დარჩეს ასეთი არასერიოზული ნაბიჯისთვის ბოდიშები უნდა იხადოს აქეთ.
noe
26 აგვისტო 2020 17:22
6
წადი სახლში საქმე არა გაქვს? მახათი აიღე ირჭე და ირჭე.
noes
26 აგვისტო 2020 19:30
1
დებილი და მარტივად სამართავი რომ ხარ ეს ფაქტია. დავიწყოთ იქედან რომ მესიც რონალდუც გეგმის ნაწილია ტალანტი აღმოაჩნდება სპორცმენს და ხდება მისი გაპიარება სხვადასხვა პროპაგანმდიოსტული მეთოდებით. სწორედაც რომ მესი გახადა ფანებმა განხილვადი. რას აკეთებს მესი ისეთს რაც არ გაუკეთებია რონალდინიოს?! ზიდანს, კარლოს და სხვა მსგავს ათლეტებს...ეს არის პროპაგანდა და ბიზნესი. თუმცა შენ რა უნდა გელაპარაკო შებოლილი თევზის და ლუდის ,,პონტში'' ფეხბურთის ყურება და განხილვა მაგარ ტიპობად მიგაჩნია .. როგორი ფანიც ხარ ისე მოგექცა საყვარელი კუმირი სულ ერთ ადგილზე დაგიკიდათ ყველა მისი ფანი. იმიტომ რომ თუ კი ბარსელონადან გადავა მესი ბარსელონას ფანები არ ეყოლება ეს ფაქტია.
რა მელაპარაკო?
26 აგვისტო 2020 19:13
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული