ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "ბაიერნიდან""ლივერპულში" გადავიდა. მერსისაიდულმა კლუბმა 29 წლის ფეხბურთელს ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"ლივერპულს" ტრანსფერი 25 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
7 წელიწადში ალკანტარამ "ბაიერნში" 16 ტურნირი და მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
"ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ ალკანტარა დიდებული ფეხბურთელია და "ლივერპულს" შენაძენი მიულოცა.