"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგაზე თავის პირველ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე 3:1 სძლია "ვულვერჰემპტონს".

პირველ ტაიმში სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება სცადეს, ხიმენესმა ანგარიშიც შეამცირა, მაგრამ ბოლოს გაბრიელ ჟეზუსმა დალაშქრა რუი პატრიციოს კარი და ყველაფერი დასრულდა.

27 სექტემბერს "ქალაქელები" მორიგ ტურში "ლესტერს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 24 სექტემბერს, ინგლისის ლიგის თასზე "ბორნმუთს" დაუხვდება.

"სიტიმ" ზედიზედ მეათე სეზონი დაიწყო გამარჯვებით და 1901 წელს "ასტონ ვილას" მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები: 0:1 დე ბრუინე (20, პენ), 0:2 ფოდენი (32), 1:2 ხიმენესი
(78), 1:3 გაბრიელ ჟეზუსი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული