ჰენდერსონი: უმაღლეს დონეზე კიდევ 7 წელი ვითამაშებ

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა მიღებული ტრავმა მოიშუშა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა.

30 წლის ნახევარმცველმა აღნიშნული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი აზრით, მაღალ დონეზე კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს.

"უკვე 30 წლის ვარ, თუმცა ფიზიკური კონდიციები მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ მინიმუმ მომდევნო 7 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვითამაშებ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რაც ყველაზე მთავარია, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს".

 

altჯორდან ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული