გადაწყდა - დაისჯება თუ არა პიკფორდი ვან დეიკთან უხეშობისთვის?

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპულის" ცენტრალურ მცველ ვირჯილ ვან დეიკს ჯორდან პიკფორდთან შეჯახების შემდეგ ოპერაცია ესაჭიროება. ამის ფონზე, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მინიმუმ 6 თვეს, პოტენციურად კი, ამ სეზონს გამოტოვებს.

"ევერტონის" კიპერის უხეშმა თამაშმა არაერთგვაროვანი რეაქციები განაპირობა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ინგლისელი მეკარე აღნიშნული მომენტის გამო უნდა დაისაჯოს.

მიუხედავად ამისა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პიკფორდის საქმე ყოველგვარი სანქციის გარეშე დატოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპიზოდის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ის მოედნიდან არ გააძევა. 

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ევერტონის" დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული