კლოპმა ვან დეიკის მდგომარეობაზე ისაუბრა - როგორ გრძნობს თავს ჰოლანდიელი?

AutoSharing Option
მერსესაიდული "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა "ევერტონთან" მიღებული დაზიანების შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. ცნობილია, რომ ის დაახლოებით 6-8 თვეს იუქმებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან "წითლების" დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოლანდიელი თავს კარგად გრძნობს.

"ვირჯილის შესახებ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ოპერაციამ მშვენივრად ჩაიარა. ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და ახლა რეაბილიტაციის პროცესზეა ორიენტირებული.

"ლივერპული" აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭირო იქნება. მარტივი პასუხია. ვიმედოვნებ, პროცესი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია" - განაცხადა კლოპმა.

altკლოპი უკმაყოფილოა: იქნებ ზედმეტად იდიოტი

ვარ?!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული