გვარდიოლა: პანდემიის პირობებში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

AutoSharing Option
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ skysports-თან ინტერვიუში პანდემიით განპირობებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მატჩის განმავლობაში გუნდებს ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება უნდა შეუნარჩუნდეს.

"ადამიანი, რომელსაც აზროვნების უნარი გააჩნია, უნდა მიხვდეს, რომ პანდემიის პირობებში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გრაფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია, მოთამაშეებმა იმ ფიზიკურ დატვირთავს გაუძლონ, რაც ფეხბურთს ახასიათებს.

სტატისტიკა, როგორც ყოველთვის, ყველაფერს ადასტურებს. გასულ სეზონთან შედარებით, მხოლოდ ინგლისის პრემიერ ლიგაში ტრავმიანობა 47%-ით გაიზარდა.

თუ მოთამაშეებზე არ ვიზრუნებთ, უხარისხო ფეხბურთის დამკვიდრებას ხელს შევუწყობთ" - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის
რამდენიმე კლუბმა შეცვლილ ფორმატს მხარი არ დაუჭირა და სტანდარტული (3 ცვლილება) წესის დაბრუნებას ითხოვს.

altგვარდიოლას ანტირეკორდი - "ეს ყველაფერი ლოგიკურია"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული