"ვესტ ჰემთან" ნამატჩევს კლოპმა ფილიპსი და ჟოტა შეაქო

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "ვესტ ჰემთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"სამყარო რთულ მდგომარეობაშია და ბედნიერები ვართ, რომ თამაშის ნებართვა დაგვრთეს. გამარჯვებისთვის ძალიან მონდომება გვმართებდა. ეს ასეთი მეტოქის დასამარცხებლად აუცილებელი იყო.

კარგად ვითამაშეთ, 500 მომენტი ან რაღაც ამის მსგავსი არ შეგვიქმნია, მაგრამ საკმარისი გახლდათ.  არ მინდა ახლა ბრწყინვალედ ვიასპარეზოთ, რადგან ეს შეუძლებელია. ბრძოლა მინდოდა მენახა და ვნახე კიდეც. მე გახარებული ვარ.

ნათანიელ ფილიპსი შესანიშნავი ბიჭია, ჭკვიანი, აზრიანი. ისეთი მომხიბვლელი არ არის, მესის მსგავსი არაა, თუმცა ეს ვის აღელვებს?
ჰაერში მონსტრია! რაც შეეხება მის დებიუტს, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ეს რაოდენ ნერვიული მომენტია. დაუჯერებელი ისტორიაა. სამი წლის წინ ამერიკის კოლეჯში აპირებდა სწავლას. დღეს ძალიან დაეხმარა გუნდს.

ჟოტას შესაძენად ვიბრძოლეთ. გადმოსაბირებლად მისი დარწმუნება არ დაგვჭირვებია. განსაკუთრებული ტალანტია. სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი, ორივე ფეხით ურტყამს კარში. იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე მეგონა, რაც მართლაც შთამბეჭდავია", - განაცხადა კლოპმა Match of the Day-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული