ლონდონის "არსენალის" ლეგენდა როი პარლოუმ talkSPORT-თან საუბარში გაიხსენა ისტორია არსენ ვენგერზე და გვიამბო იმ ერთადერთი შემთხვევის შესახებ, როცა ფრანგი მწვრთნელი შესვენებისას წყობიდან გამოვიდა.
"ზოგადად, ვენგერი მუდმივად მშვიდი იყო. ანგარიშის მიუხედავად, შესვენებაზე გასახდელში არასდროს ჩხუბობდა. თუმცა ერთ თამაშში წყობიდან გამოვიდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ვხვდებოდით "ოლდ ტრაფორდზე" და პირველი ტაიმის შემდეგ 1:5-ს ვაგებდით.
ეს ჩემთვის პირველი სიტუაცია იყო, როცა ვენგერი გაცეცხლებული ვნახე. თუმცა ხომ არიან ადამიანები, ვისაც ასეთი სტილი არ უხდება?!
მახსოვს, ხარხარი უნდა დამეწყო. ის ფრანგული აქცენტით დაფიცებას ცდილობდა. ვიჯექი, პირსახოცი მეფარა
თავზე და ბუცებს ვუყურებდი. დევიდ სიმენმა მითხრა, რომ დაინახა, სიცილის გამო როგორ მოძრაობდა ჩემი მხრები ზევით-ქვევით.
დევიდი ის ბიჭი იყო, ვისთვისაც ასეთ დროს თვალებში არ უნდა შეგეხედა. ერთმანეთის სახის დანახვაზე სიცილს ვერცერთი შევიკავებდით და მთელი გასახდელი ახარხარდებოდა. მართლა გეუბნებით, არსენი ყოველთვის მშვიდი იყო", - თქვა პარლოუმ.