28 ნოემბერი, პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩები

AutoSharing Option
დღეს, 28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში 3 მატჩი გაიმართება. 


"ბრაიტონი" - "ლივერპული"

"ბრაიტონი" დღეს მოქმედ ჩემპიონებს უმასპინძლებს. 

ამ დროისთვის, მასპინძლებს 9 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ და მე-16 ადგილზე იმყოფებიან. 

რაც შეეხება "ლივერპულს", მათ აქტივში 20 ქულა აქვთ და მე-2 ადგილს იკავებენ. 

"ბრაიტონს" ანდონე, ლემპტი და მაკ ალისტერი არ ეყოლებათ, საეჭვოა ვალტონისა და ლალანას თამაშიც. 

მერსისაიდულ კლუბს არნოლდი, გომესი, ვან დაიკი, ოქსლეიდ ჩემბერლენი და შაქირი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა ალკანტარას, კეიტასა და ჰენდერსონის თამაშიც. 

მატჩი, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. 


"მანჩესტერ სიტი" - "ბარნლი"


"ქალაქელები" 2020/21 წლების სეზონს არამაჯერებლად იწყებენ. პეპ გვარდიოლას შეგირდებს 8 ტურის შემდეგ 12 ქულა აქვთ და მე-14 ადგილზე იმყოფებიან, რაც შეეხება "ბარნლის", ისინი 5 ქულით მე-17 ადგილს იკავებენ. 

დღევანდელ შეხვედრას "მანჩესტერ სიტი" ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება, ხოლო სტუმრები კორქის გარეშე ითამაშებენ, საეჭვოა ბრედი რობის, პოუპისა და სტეფანსის თამაშიც. 

მატჩი, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 


"ევერტონი" - "ლიდსი"

"ევერტონმა" შესანიშნავი სტარტის შემდეგ ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და მე-6 ადგილზე ჩამოინაცვლა. მათ აქტივში 16 ქულა აქვთ. რაც შეეხება "ლიდსს", სტუმრების ანგარიშზე 11 ქულა გახლავთ, ისინი მე-15 ადგილს იკავებენ. 

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს გბამინი, დინი და კოულმანი გამოაკლდებათ.

"ლიდს" ბერარდი და ფორშოუ არ ეყოლებათ, საეჭვოა ლორენტეს, შაკლტონისა და ჰერნანდესის თამაშიც. 

მატჩი, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული