"მანჩესტერ სიტიმ" აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ "მანჩესტერ სიტიმ" აუტსაიდერ "ვესტ ბრომვიჩთან" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. 

"ქალაქელების" მხრიდან თავი გიუნდოგანმა გამოიჩინა, რომელმაც მატჩის 30-ე წუთზე სტერლინგის გადაცემით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "მანჩესტერ სიტის" მცველმა დაისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა. 

მეორე ტაიმში მაყურებელმა გოლი ვეღარ იხილა. 

ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" 12 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო "ვესტ ბრომვიჩს" 7 ქულა აქვს და გასავარდნ, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

პეპ გვარდიოლას შეგირდები მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ. რაც
შეეხებათ "ალბიონელებს", ისინი 20 დეკემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებენ.

alt“ლივერპულის” ლაზარეთი იზრდება, კლუბი კი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული