"ქალაქელების" მხრიდან თავი გიუნდოგანმა გამოიჩინა, რომელმაც მატჩის 30-ე წუთზე სტერლინგის გადაცემით საკუთარი გუნდი დააწინაურა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "მანჩესტერ სიტის" მცველმა დაისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშში თანაფარდობა აღადგინა.
მეორე ტაიმში მაყურებელმა გოლი ვეღარ იხილა.
ამრიგად, "მანჩესტერ სიტი" 12 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო "ვესტ ბრომვიჩს" 7 ქულა აქვს და გასავარდნ, მე-19 ადგილზე იმყოფება.
პეპ გვარდიოლას შეგირდები მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავენ. რაც შეეხებათ "ალბიონელებს", ისინი 20 დეკემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებენ.
“ლივერპულის” ლაზარეთი იზრდება, კლუბი კი მნიშვნელოვან ქულებს კარგავს