ინგლისელ ფორვარდს მუხლში კბილი აღმოუჩინეს

AutoSharing Option
როგორი ტრავმა არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს, თუმცა "კემბრიჯის" ექსფორვარდი იაბო იბერე ისეთ სულისშემძვრელ ისტორიას მოჰყვა, განაგონი არ გექნებათ - ფეხი შეიძლებოდა მეტოქის კბილის გამო დაეკარგა.

"ტრავმიდან 2 დღის შემდეგ საავადმყოფოში მივედი და აღმოვაჩინე, რომ მუხლში კბილი იყო გაჭედილი. ბევრი სისხლისა და ცრემლის შემდეგ ექიმი მეუბნება: შენს მუხლში ვიღაცის კბილია". გაოგნებული ვიყავი: "რას ამბობთ, ალბათ მეხუმრებით!"

მუხლში სერიოზული ინფექცია უკვე დაწყებული იყო. საბედნიეროდ, ექიმებმა ჩინებულად იმოქმედეს. საავადმყოფოს პარასკევს მივმართე, ექიმმა კი მითხრა, შაბათს რომ მივსულიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებო
და.

ყველაფერი უფრო სერიოზულად და ცუდად შეიძლებოდა დასრულებულიყო. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა", - განაცხადა იბერემ.

ფეხბურთელმა ტრავმა 2019 წლის ოქტომბერში მიიღო. იმ დროს "კემბრიჯი" ინგლისის მეორე ლიგაში თამაშობდა, იბერე კი 36 წლის გახლდათ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფორვარდებს ეგრე აქვთ. ცალ მუხლში ოღონდ.
ვვვ
21:11 21-12-2020
0

სიახლეები პოპულარული