მომენტების ნაცვლად პრობლემებს გვიქმნის - ჟოზემ თავისი ფეხბურთელი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "სტოკთან" (3:1) მოგებული ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ გუნდის ნახევარმცველი დელე ალი მკაცრად გააკრიტიკა.

"მიმაჩნია, რომ მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა მომენტები უნდა შექმნას და არა პრობლემები. კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს და ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

"ტოტენჰემმა" პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა, მეტოქეს უბურთოდ არბენინებდა და კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცა.

მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მოხდენის ნაცვლად, გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. წინ ძალიან რთული ორი მატჩი გველოდება, ნახევარფინალში ბრძოლა მოგვიწევს", - აღნიშნა ჟოზემ.

ინგლისის ლიგის თასის 1/2-ფინალში "ტოტენჰემი" "ბრენტფორდს" შეხვდება.

მომზადებულია Goal-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული