იოზილი "ფენერბახჩესთან" აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტში მყოფი თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი საიდუმლოდ შეხვედრია "ფენერბახჩეს" წარმომადგენლებს და რაზე მოილაპარაკეს ან თუ რამეზე შეთანხმდნენ, უცნობია.

32 წლის იოზილს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ზაფხულში უთავდება და ამიტომ სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება მხოლოდ იანვრიდან ექნება.

იოზილმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული