
"ჩელსიში" გადასული კალიდუ კულიბალის შემცვლელად "ნაპოლი" "ფენერბახჩეს" მცველ კიმ მენ ჩჟეს შეიძენს, - იტყობინება "ეკიპი".
ტრანსფერის 20 მილიონ ევროდ გასაჩარხად სტამბულში" ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორი მაურიციო მიკელი გაფრინდა.
25 წლის კიმ მენ ჩჟემ გასულ სეზონში "ფენერბახჩეში" ყველა ტურნირზე 39 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის თურქულმა კლუბმა ჩინური "ბეიცზინ გოანისგან" 3 მილიონ ევროდ იყიდა.