სტიუარტ დონალდმა "სანდერლენდის" საკონტროლო პაკეტი კირილ ლუი-დრეიფიუსს მიყიდა და შეთანხმების ინგლისის ფეხბურთის ლიგის მიერ დამტკიცების შემდეგ, ნაახალწლევს ფრანგი კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე გახდება.
22 წლის კირილ ლუი-დრეიფიუსი ინგლისის ისტორიაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა მეპატრონე იქნება. ის "მარსელის" ყოფილი მეპატრონისა და "ადიდასის" თავკაცის რობერ ლუი-დრეიფიუსისა (2009 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა) და მარგარიტა ლუი-დრეიფიუსის (ქალიშვილობის გვარი ბოგდანოვა) შვილია.
მარგარიტა ლუი-დრეიფიუსის ქონება 5.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და შვეიცარიის მოქალაქე რომ არ იყოს, რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი იქნებოდა.
მარგარიტას რობერ ლუი-დრეიფიუსთან ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს: კირილი,
მისი ტყუპი ძმა მორისი და ერიკი. შემდეგ ის ბანკირ ფილიპ გილდებრანდს გაჰყვა ცოლად და ტყუპი გოგონები შეეძინა - არინა და იზაბელა.
"სანდერლენდი" ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.