4 უგოლო მატჩის შემდეგ "ლივერპულმა" "ტოტენჰემს" 3 გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ლივერპულმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ტოტენჰემი".

"ლივერპულს" აქამდე ჩემპიონატის 4 შეხვედრაში არ ჰქონდა გოლი გატანილი და 5-მატჩიანი მოუგებელი სერიაც შეწყვიტა.

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

სადიო მანემ ჩემპიონატზე "ლივერპულში" 70-ე გოლი გაიტანა, ლუის სუარესს გაასწრო და კლუბის ისტორიაში მე-5 ბომბარდირი გახდა.

ჯეიმს მილნერმა "წითლებში" პრემიერლიგაზე 550-ე მატჩი ჩაატარა, რაც აღნიშნული მაჩვენებლით ლიგაში მეხუთე შედეგია.

"ლივერპული" 37 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა და 31 იანვარს გასვლაზე "ვესტ ჰემს" შეხვდება, ხოლო "ტოტენჰემი" 33 ქულით
მეექვსე პოზიციაზე დარჩა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და იმავე დღეს სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური"
ტოტენჰემი - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 ფირმინო (45+4), 0:2 ალექსანდერ-არნოლდი (47), 1:2 ჰეიბერგი (49), 1:3 მანე (65)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული