რეშფორდი: შავკანიანი ვარ და ამით ვამაყობ!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "არსენალთან" (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ რასობრივი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"არ დავიწყებ მიღებული შეტყობინებების სქრინების გავრცელებას. ეს ყველაფერი პასუხის გარეშე დავტოვე და როგორც ხვდებით, მესიჯში ორიგინალური არაფერი ყოფილა.

ჩემი გამომწერები ბავშვები არიან, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა კანის ფერისა და რასის ახალგაზრდები. მათ ეს არ უნდა წაიკითხონ.

ეს სოციალური ქსელებისა და კაცობრიობის საკუთარი თავის ყველაზე ცუდი მხრიდან წარმოჩენაა. მე შავკანიანი ადამიანი ვარ და ამით ყოველდღე ვამაყობ.

ვერანაირი კომენტარი ვერ მაიძულებს, სხვანაირად ვიფიქრო. ასე
რომ, დიდი ბოდიში, თუ უფრო უხეშ რეაქციას ელოდით, აქ ამას ვერასდროს ეღირსებით." - დაწერა მარკუსმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ რასისიტი არ ხარ კანის ფერით რატო ამაყობ, იგივე რომ ეთქვა თეთრკანიანს წარმომიდგენია რა მოხდებოდა.
ბექა
18:42 02-02-2021
0
უფრო მეტად ფეხბურთზე კონცენტრირება აჯობებს და ფინიშინგის დახვეწა
giggs
14:48 01-02-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული