სოლსკიაერის შვილმა მოურინიოს უპასუხა: სულ მაჭმევდნენ!

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შვილმა ნოა სოლსკიაერმა ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩის შემდეგ "ტოტენჰემის" დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს რეპლიკას უპასუხა.

სოლსკიაერმა პოსტსამატჩო პრესკონფერენციაზე "სპურსის" შემტევ სონ ჰენ მინზე ისაუბრა: "ჩემი შვილი მოედანზე 3 წუთი რომ წამოწოლილიყო და ფეხზე 10 გუნდელის დახმარების გარეშე არ წამომდგარიყო, საჭმელს არ ვაღირსებდი". ამის საპასუხოდ, ჟოზემ თქვა: "სონის ძალიან გაუმართლა, რომ ოლეზე უკეთესი მამა ჰყავდა, რადგან მიმაჩნია, ყველა მამამ, მათ შორის, მეც, შვილი იმის მიუხედავად უნდა გამოკვებოს, თუ რას აკეთებენ ისინი".

აი, ნოამ კი
Tidens Krav-თან საუბრისას ამ "ბეთლზე" გააკეთა კომენტარი:

"ამ კვირას ძალიან ბევრი ვიცინე. ყველა მინდა დავარწმუნო, რომ არ მაშიმშილებდნენ. არც იმდენ ხანს წამოვგორებულვარ მინდორზე, როგორც ეს სონმა გააკეთა. ალბათ, მოურინიოს წაგებიდან ყურადღების გადატანა სხვა ფაქტზე სურდა."

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული