იურგენ კლოპი სუპერლიგის შექმნას გმობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპის სუპერლიგის შექმნას მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, "ლივერპული" ამ ლიგის 12 დამფუძნებელს შორის ერთ-ერთია.

"ჩემი დამოკიდებულება (სუპერლიგისადმი) არ შეიცვალა. ჩემი აზრი არ შეიცვალა. ამის შესახებ პირველად გუშინ გავიგე. რთული მატჩისათვის მომზადებას ვაპირებდი. რაღაც ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ ბევრი - არა. ძირითადად, გაზეთებიდან.

ეს რთულია. ხალხი უკმაყოფილოა. მე მესმის. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან მე და ფეხბურთელები ამ პროცესში არ ვმონაწილეობთ. ვნახოთ, ეს რას გამოიწვევს", - ციტირებს კლოპს BBC.

"იმედია, სუპერლიგა არ იქნება. ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის სახით
შესანიშნავი პროდუქტი გააჩნია. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგაა სუპერლიგა, სადაც მუდამ ერთსა და იმავე გუნდებთან არ თამაშობ.

რატომ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელშიც "ლივერპული" "რეალს" 10 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში შეხვდება? ვინ მოისურვებს ამის ყურებას?" - ამბობდა კლოპი 2019 წელს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარია ეს კაცი და ვიცი ბევრი ეწინააღმდეგება ამ იდეას და იმედია ამოიღებენ ხმას.
კლოპ
21:12 20-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული