"სიკვდილი გლეიზერებს" - "ლივერპულთან" მატჩის წინ "ოლდ ტრაფორდთან" საგიჟეთია

AutoSharing Option
თბილისის დროით 23:15 საათზე პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებული მატჩი უნდა დაიწყოს "მანჩესტერსა" და "ლივერპულს" შორის, რომელიც 2 მაისს იმიტომ არ გაიმართა, რომ მასპინძელთა გუნდის გულშემტკივრები არენაზე შეცვივდნენ და ევროპის სუპერლიგაში გაერთიანების გამო კლუბის მფლობელ გლეიზერების გადადგომას მოითხოვდნენ.

თუმცა მატჩი შეიძლება კვლავ არ ჩატარდეს. ჟურნალისტი რობ ჰარისი იტყობინება, რომ ფანები "ოლდ ტრაფორდთან" შეიკრიბნენ, გლეიზერების და ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდის გადადგომის მომთხოვნი პლაკატები უჭირავთ და სკანდირებენ: "სიკვდილი გლეიზერებს".

Sportall.Ge

სასტუმროს წინ კი "მანჩესტერის" ორმოცდაათამდე ფანმა "ლივერპულის" ავტობუსს ავტომობილებით გზა გადაუხერგა.

მატჩის წინ "ოლდ ტრაფორდთან" საგიჟეთია" style="height: 50px; width: 50px;" />ბუნტი "ოლდ ტრაფორდზე" - მატჩი გადაიდო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული