ვეინალდუმი "ლივერპულს" უცნაური მიზეზით ტოვებს - ყველა ემადლიერება, ყველას მოსწონს, მაგრამ...

AutoSharing Option
სეზონის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ "ლივერპულმა" გუნდის ორი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მოაწყო კორიდორი: პირველად მასში გრემ კარტერმა გაიარა - ეკიპირების სპეციალისტი, რომელიც კლუბში 1970 წლიდან მუშაობდა, ახლა კი პენსიაზე გავიდა.

Sportall.Ge

შემდეგ კი პარტნიორებთან ტრიბუნის ქვევიდან ჟორჟინიო ვეინალდუმი გამოვიდა - ნიდერლანელი ნახევარმცველი "ლივერპულს" ტოვებს, ფეხბურთელები კი აცილებდნენ პარტნიორს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გუნდის ერთერთი ლიდერი იყო, მეოთხე კაპიტანი (ჰენდერსონის, მილნერისა და ვან დაიკის შემდეგ) და ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე.

Sportall.Ge

და დიახ, "ბარსელონას" წინააღდეგ გამართულ იმ განსაკუთრებულ მატჩში დუბლის ავტორი.

ვეინალდუმმა აპლოდისმენტების პორცია
"ენფილდზე" დაბრუნებული გულშემატკივრებისგანაც მიიღო. ჯინის სამახსოვროდ "ლივერპულის" მოგებული ტიტულების დაფაც დარჩა.

Sportall.Ge

ამ რთულ სეზონშიც კი ნიდერლანდელმა მხოლოდ 2 მატჩი გამოტოვა: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "მიდტიულანდთან" და ლიგის თასზე "ლინკოლნ სიტისთან". პრემიერლიგაში კი ყველა თამაში ჩაატარა, 34-ში კი ძირითად შემადგენლობაში იყო.


ვეინალდუმი "ლივერპულის" პრინციპების გამო მიდის, კლოპი კი მეგობრის დაკარგვაზე წუხს


"ლივერპულთან" კონტრაქტი ვეინალდუმს 1-ელ ივნისს უმთავრდება. კლუბი და ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ: The Athletic-ის ჟურნალისტი ჯეიმს პირსის ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ უარი არ თქვა პრინციპზე არ შესთავაზოს მრავალწლიანი კონტრაქტები 30 და მეტი წლის ფეხბურთელებს - ჰოლანდიელს სწორედ ეს არ აწყობდა. ბოლო შეთავაზება ჯინიმ გასული წლის დეკემბერში მიიღო და უარი თქვა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

ვეინალდუმის კონტრაქტზე იურგენ კლოპს ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეკითხებოდნენ: ის კი იმეორებდა, რომ სიახლეები არ იყო. მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ თქვა, რომ ჟორჟინიო მიდის.

"ჯინი მაშინ გავიცანი, როცა "ნიუკასლიდან" ჩვენთან გადმოვიდა. მატჩის შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ და საერთო ენა მაშინვე ვიპოვეთ. ის ძალიან ჭკვიანი და გახსნილი ბიჭია. ასე რომ დიახ, ჩემთვის ემოციურად საკმაოდ რთული მომენტია - მიდის მეგობარი, რომელიც ძალიან დაგვაკლდება.

ფეხბურთში ასეთი ამბები ხდება - ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, რომ ის კარიერის გასაგრძელებლად შესანიშნავ ადგილს იპოვის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ღირს თუ არა მასთან კონტრაქტის გაფორმება - დამირეკეთ, მარტივად დაგარწმუნებთ. ჯინის ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ესმის. ჩვენ კი კარგად ვიქნებით - ერთად გატარებული სასიამოვნო დღეების მოგონებებს ვერავინ წაგვართმევს."

Sportall.Ge


ვეინალდუმი მადლობას ყველას უხდის, გულშემატკივრებს კი სიმართლის მოყოლას ჰპირდება


კლოპმა ვეინალდუმი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეცვალა - ჰოლანდიელმა ტრიბუნების ოვაციები მიიღო, ასევე ბანერი წარწერით "მადლობა, ჯინი!", მწვრთნელის ჩახუტებები, შემდეგ კი თანაგუნდელებთან გადახვევა. ჟორჟინიოს გუნდელებიც თბილად დაემშვიდობნენ, თუმცა ამას ვერ შევადარებთ იმას, როგორც თავად ნახევარმცველი გამოემშვიდა კლუბს. მატჩისშემდგომ ინტერვიუსა და შემაჯამებელ წერილში მადლობა ყველას გადაუხადა, თან "ჩაურტყა", ყველაფერი შესაძლებელიაო.

"ემოციები მეძალება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლიგაში მესამე ადგილი დავიკავეთ და მომდევნო წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მეორე მხრივ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რადგან 5 წლის განმავლობაში ლივერპულელებმა უდიდესი სიყვარული მაჩუქეს. დამშვიდობება ძალიან ძნელია.

ფანები ჩემს სახელს მღეროდნენ, ჩვენ ტიტულებს ვიგებდით, რასაც ამ ბრწყინვალე გუნდთან ერთად მივაღწიე, არასდროს დავივიწყებ. ბევრი საოცარი მომენტი ერთად განვიცადეთ - ამას ვერავინ მოგვპარავს.

"ლივერპულში" კიდევ ბევრი წელი დავრჩებოდი, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ახლა ახალი თავგადასავალისთვის ვემზადები.

Sportall.Ge

ჯერ კონტრაქტი არავისთან გამიფორმებია. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა ასეთი ვითარებაა - 1-ელი ივნისის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელი აღარ ვიქნები. ასე რომ, ეს გუნდის მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იყო.

მომავალ რამდენიმე კვირაში ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებ. ცოტას დავისვენებ, მერე ნაკრებში წავალ და ვიფიქრებ იმაზე, რაც მოხდა. შემდეგ კი მომხდარი ისტორიის საკუთარ ვერსიას გიამბობთ - ფანებმა უნდა იცოდნენ რაც იყო."


ველინალდუმს ტოპ-კლუბები იწვევენ, "ლივერპული" კი მის შემცვლელს ეძებს


ჟორჟინიო რამდენიმე კლუბს სურს. მთავარი მათ შორის "ბარსელონაა", სადაც თანამემამულეს ჯერ კიდევ გასული წლიდან მოყოლებული რონალდ კუმანი იწვევს. ყველაზე რეალური სწორედ ეს ვარიანტია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიელი "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის პოზიციას შეინარჩუნებს. ფაბრიციო რომანო წერს, რომ 3-წლიანი კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია.

ჯინის არც სხვა მსურველები აკლია. მთელი წელი იწერებოდა "ბაიერნის" მხრიდან ინტერესებზე, "მანჩესტერ სიტისა" და "ინტერის" სურვილებზე. ვეინალდუმზე მოთხოვნა მაღალია და არჩევანის გაკეთების საშუალებაც აქვს.

აი, "ლივერპულში" კი წმენდას იწყებენ. ამ ზაფხულში გუნდს დატოვებენ ოზან კაბაკი (არ გამოისყიდიან), ადრიანი (კონტრაქტი დაუსრულდა), დივოკ ორიგი, ჰარი უილსონი, ნაბი კეიტა, მარკო გრუიჩი და ლორის კარიუსი. ინფორმაცია ჟოელ მატიპის გაყიდვის შესახებაც გავრცელდა.

ვინალდუმის შეცვლა კი ადვილი არ იქნება. მთავარი კანდიდატი "ბრაიტონის" ნახევარმცველი ივ ბისუმა გახლავთ, რომლის სატრანსფერო ფასადაც 30 მილიონ ფუნტს ასახელებენ. მეორე ვარიანტი კი "ლილის" შემადგენლობაში საფრანგეთში ახლახანს გაჩემპიონებული რენატუ სანჩესი გახლავთ.

წყარო: Sports

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული