აგუერომ "სიტის" თანამშრომლებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა

AutoSharing Option
"ბარსელონაში" გადასვლის წინ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ კლუბის პერსონალს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა, - იტყობინება The Athletic-ი.

აგუერომ პირველი გუნდის ყოველ 60 თანამშრომელს Hublot-ის ან Tag Heuer-ის ფირმის საათები აჩუქა, რომელთა ღირებულება მინიმუმ ათასი ფუნტია - წარწერით "მადლობა! კუნ აგუერო".

არგენტინელმა აგრეთვე თავისი Range Rover Evoque გაათამაშა, რომლის გამარჯვებული კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი გახდა.

აგუერომ "სიტიში" 10 წელი ითამაშა და "ბარსელონაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული