"გიჟი", რომელიც უფეხბურთოდ ვერ ძლებს - ბიელსამ 11-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა [PHOTO]

AutoSharing Option
თუ ვინმე ფიქრობდა, რომ დამღლელი და წარმატებული სეზონის შემდეგ მარსელო ბიელსა "ლიდსში" დიდხანს არ გამოჩნდებოდა, ყველას არასწორი აზრი ჰქონდა, რადგან არგენტინელი ქალაქში დარჩა და გუშინ, 9 ივნისს, კლუბის 11-წლამდელთა გუნდი ავარჯიშა.

როცა პრემიერლიგის მწვრთნელთა დიდი ნაწილი შვებულებაშია და სიამოვნებას მოგზაურობით იღებს, ბიელსა ფეხბურთს ვერ შორდება.

ფოტოში კარგად ჩანს, რომ "ელ ლოკო" ("გიჟი") შორტებში დგას და გარშემო ბავშვები ახვევია.

Image

პრემიერლიგის გუნდების დამრიგებლების ხილვა 11 წლის ბავშვების ვარჯიშზე ყოველდღიური ამბავი არაა, მით უმეტეს, ვარჯიშის ჩატარება.

ბიელსამ ბავშვებს Murderball-ი ათამაშა - ეს ველური
და ინტენსიური სავარჯიშო პროცესია, რომლის დროსაც არც მსაჯია და არც შეჩერებები, ბურთი მუდმივად თამაშშია.

"ლიდსის" ფანი მეთიუ ფრაისი ამ ყველაფერს თავისი თვალებით უყურებდა.

"ბავშვებთან უცებ გამოჩნდა და უთხრა, რომ Murderball-ი უნდა ეთამაშათ. მათაც ძალიან გაუხარდათ, არც კი სჯეროდათ, რომ სავარჯიშოდ ბიელსა მივიდა.

ის ლიდსში გმირია, ის გმირი ყველა ჩვენგანისთვის არის, მაგრამ ბავშვებისთვის განსაკუთრებულად", - უთხრა გულშემატკივარმა Yorkshire Evening Post-ს.

სტატიაში მოცემული ფოტო სიმბოლურიც არის, რადგან ის შორიდან, ფარულად გადაიღეს... ალბათ, გახსოვთ, ბიელსამ 2019 წელს, ჯერ კიდევ ჩემპიონშიპში ყოფნისას, "ლიდსში" დამხმარე მწვრთნელი "დერბი ქაუნთის" ბაზაზე ჯაშუშად შეუშვა და ისიც საწვრთნელ სესიას ჭოგრიტით აკვირდებოდა. საბოლოოდ, ეს ნაბიჯი "ლიდსს" 200 000 ფუნტი დაუჯდა.

ქალაქში ბიელსას აღმერთებენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იორკშირული გუნდი ამდენი ხნის შემდეგ პრემიერლიგაში დააბრუნდა, არამედ იმიტომაც, რომ ხშირად დადის ლიდსის ქუჩებში და თამაშის წინ ქოფი შოფშიც შეიძლება შეგხვდეს ადამიანს, როგორც ამ შემთხვევაში იყო.

Image

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული