"ვიცით, სადაც ცხოვრობ" - "ლივერპულის" ფანები ბენიტესს ემუქრებიან [PHOTO]

AutoSharing Option
მერსისაიდში, რაფაელ ბენიტესის სახლთან ახლოს, უცნობებმა (ლოგიკური ეჭვით კი "ლივერპულის" ფანებმა) განათავსეს ბანერი.

"ვიცით, სადაც ცხოვრობ, ხელი არ მოაწერო", - წერია აღნიშნულ ბანერზე.

Sportall.Ge

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესი ახლოსაა "ვერტონში" დანიშვნასთან და კონტრაქტს ხელი უახლოეს დღეებში უნდა მოაწეროს.

2004-10 წლებში, როცა ბენიტესი "ლივერპულს" თავკაცობდა, ოჯახთან ერთად სწორედ იმ სახლში ცხოვრობდა, რომელთანაც ბანერი გამოჩნდა.

აღნიშნულ საქმეზე ლივერპულის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რავიცი ჩხეტიანი კი გადავიდა ტორპედოდან დინამოში და დაბრუნდა ისე ... ნეტა არავინ იცოდა მაგის სახლი?!
სანდრინიო
29 ივნისი 2021 17:46
0
ხოდა, რომ იცოდნენ იმიტომაც დაბრუნდა ზუსტად, საცხოვრებლად აუტანელი პირობები შეუქმნეს
დინამოელი
30 ივნისი 2021 09:18
0

სიახლეები პოპულარული