ფაბინიომ "ლივერპულთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ფაბინიომ "ლივერპულთან" კონტრაქტი გააგრძელა.

კლუბი არ აზუსტებს, თუ რომელ წლამდე გაახანგრძლივა ბრაზილიელმა ხელშეკრულება; მხოლოდ იმას იტყობინება, რომ ხანგრძლივვადიანია. ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი ამტკიცებს, რომ ფაბინიო "წითლებში" 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ფაბინიო "ლივერპულში" 2018 წელს "მონაკოდან" გადავიდა და მას ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია ითამაშოს.

27 წლის ფაბინიომ გასულ სეზონში პრემიერლიგის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

ადრე "ლივერპულთან" კონტრაქტი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა გააგრძელა და ამასთან ახლოსაა მეკარე ალისონი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული