კილიან მბაპე, ერლინ ჰოლანი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო, რობერტ ლევანდოვსკი და რომელუ ლუკაკუ - ისინი მსოფლიოს ვარსკვლავები არიან, რომლებზეც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უცხოური პრესა სხვადასხვა კლუბს აქტიურად უკავშირდება, ამ სიაში მოჰამედ სალაჰი არ შედის...
ეს ყველაფერი უცნაურია, რადგან ეგვიპტელ ვარსკვლავს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, თანაც შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მისი სამსახურით არც ერთი ევროპული საფეხბურთო გრანდი არ ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდული კლუბის შემადგენლობაში სალაჰმა 204 შეხვედრაში 126 გოლი გაიტანა, ინგლისური გიგანტის ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგძლივებაზე ჯერ კიდევ არ ჩქარობს.
"ჩემზე არავინ საუბრობს, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ჩემს შესახებ არც ერთი კლუბი არ აქტიურობს, აქედან გამომდინარე არაფერი არ ვიცი" - ციტირებს Sky Sports სალაჰის სიტყვებს.
2020/2021 წლის სეზონის მიმდინარეობისას ეგვიტელმა მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა:
"ეს ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული, ვნახავთ, რა მოხდება, თუმცა ახლა მირჩევნია ამაზე არაფერი ვისაუბრო. ვიმედოვნებ, მაღალ დონეზე თამაშს კიდევ დიდხანს შევძლებ, ახლა როგორც გითხარით ვერაფერს გეტყვით, ერთ დღეს დიახ, რატომაც არა" - განუცხადა სალაჰმა ჟურნალისტს, მას შემდეგ, რაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა ესპანეთში შესაძლო გადასვლაზე.
მისი კონკურენტებისგან განსხვავებით ეგვიპტელი 29 წლის გახლავთ, შემტევის სანუკვარი მიღწევა კი ის გახლავთ, რომ 2017 წლის შემდეგ, შეძლო და 4 სეზონში ზედიზედ 20 ან მეტი გოლი გაიტანა.
The Athletic-ის თქმით, სალაჰი 2021/2022 წლების სეზონში დიდი ენთუზიაზმით ითამაშებს, რადგან ეს შესაძლოა ის შემთხვევა იყოს, როდესაც "მოს" არ უნდა კლუბიდან წასვლა. "ლივერპულს" ალბათ არ სურს ეგვიპტელის გაყიდვა, რადგან მისი ტალანტი ხომ შეუდარებელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, მერსისაიდელები სალაჰის გადამალვას ჯერ კიდევ შესანიშნავად ახერხებენ, თუმცა როდის დაიწყებენ სხვა ევროპული გიგანტები "ყნოსვას" არავინ იცის.
მომზადებულია marca-ს მიხედვით