"იუვენტუსი" მზადაა რონალდო გაყიდოს - "სიტის" ფულის გადახდა არ უნდა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა რონალდომ შეიძლება "იუვენტუსი" დატოვოს. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის", თუმცა ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ პოტენციური ტრანსფერი ადვილად განსახორციელებელი არ არის.

"ბიანკონერი" მზადაა პორტუგალიელს შეელიოს, მაგრამ რა თქმა უნდა, მუქთად არ გაუშვებს და 25-30 მილიონ ევროს ითხოვს, "სიტი" კი ფულის გადახდას საერთოდ არ აპირებს. ამას გარდა, ინგლისურ კლუბს კრიშტიანოს შესაძენად რაჰიმ სტერლინგის გაყიდვა მოუწევს.

არსებობს რონალდოს ფორვარდ გაბრიელ ჟეზუშში გაცვლის ვარიანტი, მაგრამ "სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის გაშვება არ სურს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
34 წლის მესი არ იყიდა გვარდიოლამ და 36 ლამის 37 წლის რონალდუს შანსი არაა არ იყიდის . ინგლისსში რას ირბენს ეგ 90 წუთი აწი . ეგ უნდა წავიდე ყატარში ან სახლში აწი
ტოტტი
25 აგვისტო 2021 07:41
14
ამ ასაკებზე ჩაციკლულო "ბებრებო'! როლანდოს სპორტულ აღნაგობას შეხედეთ და მერე ისე იბლუყუნეთ. 29-წლის არის ნეიმარი და კი ხედავთ რა დღეში აქვს ორგანიზმი, უკვე სიმსუქნისკენ არის მიდრეკილი, ასევე აზარიც და ძალიან ბევრნიც. როცა ადამიანს მითუმეტეს, სპორცმენს სხეული იდეალურ ფორმაშია აქვს, ის ნაკლებად იღებს ტრამვას! ისე, რომ ყველამ თქვენს დაბერებულ ასაკებს მიხედეთ.
ვახო
25 აგვისტო 2021 11:45
2
რა საშინელი ფორმაა მეტკინა თვალები
დათო
25 აგვისტო 2021 14:11
0
ბარსელონას ცალ ცალ შორტებიან, კლოუნის ფორმას მაინც ჯობია.
დათოს
25 აგვისტო 2021 20:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული