პრემიერლიგის მესამე ტურში "ლივერპული" და "ჩელსი" დაზავდნენ - 1:1.
სტუმრები 22-ე წუთზე კაი ჰავერცმა დააწინაურა, 45+3-ე წუთზე მსაჯმა ლონდონელთა მცველი რის ჯეიმსი კარის ხაზზე ბურთზე ხელით თამაშისთვის გააძევა, მათ კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა გამოიყენა.
კაცნაკლული "ჩელსი" მეორე ტაიმში მოედნის საკუთარ ნახევარში ჩაიკეტა და ფრეს მიაღწია.
ორივე გუნდმა სეზონის სტარტზე პირველი ქულები დაკარგა. "ჩელსი" 11 სექტემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს, ხოლო "ლივერპული" 12 სექტემბერს გასვლაზე "ლიდსს" შეხვდება.