"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"როგორი გრძნობაა, ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი რომ მქვია? როგორც იცით, ამ კლუბში მე საოცარი ისტორია მაკავშირებს.
აქ 18 წლის ასაკში ვთამაშობდი და რასაკვირველია, ძალიან ბედნიერი ვარ, სახლში 12 წლის შემდეგ რომ დავბრუნდი.
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ შეხვედრას", - თქვა რონალდომ "იუნაიტედის" ოფიციალურ საიტთან საუბარში.