"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტის" (2:2) წინააღმდეგ მოჰამედ სალაჰის შესანიშნავი თამაში გამოარჩია და ისაუბრა.
"თუ ასეთ გოლს კრიშტიანო რონალდო ან ლიონელ მესი გაიტანდა, ხალხი იტყოდა, რომ ეს მსოფლიო დონის გოლია. მოს შემთხვევაშიც ასეთია, რადგან ისიც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი ბურთის გატანა მხოლოდ დიდებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ.
ამ კლუბში სალაჰზე დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებენ. ვფიქრობ, მათ ეგვიპტელი 50-60 წლის განმავლობაში ემახსოვრებათ", - განაცხადა გერმანელმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით