არნოლდის ულამაზესმა ჯარიმამ "ლივერპულს" ვერ უშველა - "ჩაქუჩებმა" უხვგოლიან მატჩში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-11 ტურში "ვესტ ჰემმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები მე-4 წუთზე ალისონის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 41-ე წუთზე ტრენდ ალექსანდერ არნოლდმა ულამაზესი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა.

"ჩაქუჩებმა" 67-ე და 74-ე წუთებზე მერსისაიდელების კარი ორჯერ აიღო და უდიდესი უპირატესობა მოიპოვა.

"წითლები" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. იურგენ კლოპმა მოედანზე ტაკუმი მინამინო და დივოკ ორიჯი შემოუშვა. ამ უკანასკნელმა 83-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და "ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა.

11 ტურის შემდეგ მერსისაიდელები 22 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან,
მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ვესტ ჰემი" 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, იმავე 20 ნოემბერს კი "ვულვზს" ესტუმრება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული