პრემიერლიგის მე-11 ტურში "ვესტ ჰემმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მასპინძლები მე-4 წუთზე ალისონის ავტოგოლით დაწინაურდნენ. 41-ე წუთზე ტრენდ ალექსანდერ არნოლდმა ულამაზესი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა.
"ჩაქუჩებმა" 67-ე და 74-ე წუთებზე მერსისაიდელების კარი ორჯერ აიღო და უდიდესი უპირატესობა მოიპოვა.
"წითლები" კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. იურგენ კლოპმა მოედანზე ტაკუმი მინამინო და დივოკ ორიჯი შემოუშვა. ამ უკანასკნელმა 83-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტის გატანა ვეღარ მოახერხა და "ლივერპულმა" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იგემა.
11 ტურის შემდეგ მერსისაიდელები 22 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, "არსენალის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ვესტ ჰემი" 23 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, იმავე 20 ნოემბერს კი "ვულვზს" ესტუმრება.