"რეინჯერსის" მწვრთნელი სტივენ ჯერარდი მზადაა "ასტონ ვილას" ჩაუდგეს სათავეში.
ბირმინგემულმა კლუბმა "რეინჯერსთან" კომპენსაციის თანხა შეათანხმა და ჯერარდი პარასკევს ჩაიბარებს გუნდს.
The Economist-ის სპორტული განყოფილების რედაქტორი ჰამიშ აზული იტყობინება, რომ ჯერარდი ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება, თუმცა შეთავაზებას ფულის გამო არ დათანხმდა.
2017-18 წლებში ჯერარდი "ლივერპულის" 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდა, 2018 წელს კი "რეინჯერსი" ჩაიბარა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონი გახდა.