"მახსოვს, სერ ალექსი იმ წამსვე თავს დაესხა..." - ფერდინანდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა 2002 წელს "მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდგომ გასახდელში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"ჩემს პირველ დერბიში "ქალაქელებთან" 3:1 წავაგეთ. მაშინ შონ გოატერმა 2 გოლი გაგვიტანა. როდესაც გასახდელში შევედი, იქ მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი იყო ეს... მოგვიანებით ალექს ფერგიუსონიც შემოვიდა და ყველა გაჩუმდა, მოულოდნელად კი საშინლად გაღიზიანდა...

რუდ ვან ნისტელროი გამოსაცვლელში ხელში "მანჩესტერ სიტის" მაისურით შემოვიდა. მახსოვს, სერ ალექსი იმ წამსვე თავს დაესხა და ყვირილი დაუწყო: "თუ ოდესმე ვინმეს "სიტის" მაისურით დავინახავ, "იუნაიტედში" ვეღარავინ ითამაშებს". საშინლად გაღიზიანებული
იყო. დავჯექი და დავფიქრდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში" - განაცხადა ფერდინანდმა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული