"ლივერპულმა" "არსენალი" გაანადგურა, მწვრთნელემბმა ერთმანეთზე გაიწიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრაული შეხვედრა "ენფილდზე", ადგილობრივ "ლივერპულსა" და "არსენალს" შორის გაიმართა.

მერსისაიდელებმა "მეთოფეები" გამანადგურებელი ანგარიშით, 4:0 დაამარცხეს და წაუგებელი სერია შეუწყვიტეს.

პირველ ნახევარში ანგარიში სადიო მანემ, 39-ე წუთზე გახსნა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს, თავი დიეგო ჟოტამ (52), მოჰამედ სალაჰმა (73) და ტაკუმი მინამინომ (77) გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის 31-ე წუთზე ერთმანეთს იურგენ კლოპი და მიკელ არტეტა დაუპირისპირდნენ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი ორივე მწვრთნელი გააფრთხილა.

ამრიგად, 12 ტურის შემდეგ
"ლივერპული" 25 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 27 ნოემბერს, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართავს.

"არსენალი" 20 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს იმავე 27 ნოემბერს, "ნიუკასლის" პირისპირ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული